LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას და მის იზოლაციას ცდილობს, ველით, ჩვენმა ყველა პარტნიორმა, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იგივე მიდგომა დაიცვან“

117
პაველ ჰერჩინსკი

„ევროკავშირმა გადაწყვიტა, რუსეთთან კონტაქტები შეეზღუდა. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლაცია, გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, გვინდა, რომ რუსეთმა  უკრაინაში აღმაშფოთებელი საქციელისთვის საფასური გადაიხადოს“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, რუსეთის იზოლაცია ომის დასრულების ერთადერთი გზაა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიმართ იგივე მიდგომა ექნებათ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ:

„ყველა ვხედავთ, ყოველდღე რა დანაშაულები და რა სისასტიკე ხდება. ვერ დავუშვებთ, რომ ეს გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ყველანაირად ვუჭერთ მხარს უკრაინას და ასევე ვცდილობთ, მოვახდინოთ ზეწოლა და რუსეთის იზოლაცია. ჩვენი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს საშინელი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

ველით, რომ ჩვენმა ყველა პარტნიორმა, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებმა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ, იგივე მიდგომა დაიცვან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები