LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემო მოქალაქეები გრიპის ვაქცინით უფასოდ აიცრებიან

66
გრიპი

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან. ყველაზე მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა აგრეთვე C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს უფასოდ მიეწოდებათ .

ამასთან უწყების ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები.

ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g