LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის გეგმას მაისში წარვადგენთ – მიხეილ ბატიაშვილი

380
batiashvili

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტის, განათლების რეფორმის ფარგლებში, დღეს ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელიც ამ სფეროს დაფინანსებისკენ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხდის მიმართავს გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაციაზე განუცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაუმჯობესდება სასწავლო მასალები და პედაგოგების პირობები, მათ შორის გაიზრდება ხელფასები.

„ხელფასების ზრდის მიმართულებით დეტალური გეგმა მუშავდება, რომელსაც მაისში წარვადგენთ.

ასევე, სკოლების მშენებლობის მიმართულებით გასამმაგდება ბიუჯეტი, გაიზრდება და მათ ინფრასტრუქტურას მოხმარდება,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება. ეს ყველაფერი კი, საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. მინისტრის თქმით, განათლების სფეროს ამ ოდენობის დაფინანსებით საქართველო ისეთ მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდება, როგორიცაა კორეა, ფინეთი, სინგაპური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g