Pegasus ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს.
თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულოთ, აღნიშნულ მარშრუტზე Pegasus ოპერირებას 2020 წლის 1-ელი მარტიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები აქამდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით დაფრინავს.