LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პეისარა საქართველო” – პირველ ციფრულ ბანკზე ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცა

125
ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში პირველ ციფრულ ბანკზე, “პეისარა საქართველოზე” საქმიანობის ლიცენზია გასცა.

როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, სს “პეისერა საქართველოს” ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, სს „პეისერა საქართველოს“ ფილიალები და სერვის ცენტრები საქართველოს ტერიტორიაზე არ ექნება.

ამასთან, სს “პეისერა საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

“პეისერა საქართველოზე” ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები