„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.
23 სექტემბრიდან, ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ-737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:45 სთ-ზე დაეშვება.