პენიტენციური სამსახური ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, საიდანაც მას მოიტაცებენ, სიცრუეს უწოდებს.
„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.“, – ვკითულობთ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.