Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, ლორა კუპერის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.
„ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ლაურა კუპერმა.
მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საერთაშორისო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.