LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონის პრესსპიკერი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება ეფექტური გზა არაა

51
ჯონ კირბი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.

ეს განცხადება კირბიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს.

REUTERS: ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ და ასევე თქვა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გამოცხადებამ, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.

აშშ-ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს გამოცხადებული, მათ შორისაა: სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. ქვეყანას ყველა მათგანისთვის სანქციები აქვს დაწესებული.

ცნობისთვის, რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინა მოითხოვს.

რუსეთმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება გამოაცხადოს: ჯონ კირბი

ამ ეტაპზე პუტინთან მოლაპარაკების იმედი არ არსებობს: პენტაგონის პრესსპიკერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g