აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაიდენს ჟურნალისტებმა კითხვა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
“არა”. – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს. აღნიშნული ინიციატივის მომხრეა ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც.