49-ე People’s Choice Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია.
შოუ, რომელსაც სიმუ ლუ წაიყვანს, 18 თებერვალს, კალიფორნიაში გაიმართება.
ცერემონიაზე გამარჯვებულებს კინოს, ტელევიზიის, მუსიკისა და პოპ კულტურის 40-ზე მეტ ნომინაციაში გამოავლენენ.
ცნობისთვის, კინოს კატეგორიას 9 ნომინაციით, ,,ბარბი” ლიდერობს, სატელევიზიო პროგრამებს შორის კი ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია აქვს ამერიკულ კომედიურ-მისტიკური ჟანრის სერიალს – ,,მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები”.
მუსიკალური კატეგორიის ლიდერები წელს ლუკ კომბსი, ნიკი მინაჟი და მორგან უოლენი გახდნენ. თითოეულს 5 ნომინაცია მიენიჭა.
ნომინანტთა სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.