LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერუში, ორსართულიან ავტობუსში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

122
1554097588-55719392_2775241545827178_787216906347085824_n

პერუს დედაქალაქში, ორსართულიან ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირვლად ავტობუსის ძრავში გაჩნდა და მთელ ავტობუსზე სწრაფად გავრცელდა. ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეებმა თქვეს, რომ ავტობუსს ცეცხლმაქრები და უსაფრთხოების აღჭურვილობა არ ჰქონდა. ცეცხლის ჩაქობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.

ლიმას მერმა პირობა დადო, რომ ავტობუსის მფლობელებს დასჯის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები