LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებები 30 სექტემბერს გაფორმდება

74
პესკოვი

„რუსეთთან ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია პარასკევს კრემლში გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა.

„ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ. ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა.“– განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე [დონეცკი; ლუჰანსკი; ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები] რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ გაიმართა.

სეპარატისტული რეჟიმების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი.

ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს უკრაინა და დასავლეთი არ აღიარებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებისგან შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები