LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: როდესაც ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება, ნამდვილად გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს

116
დიმიტრი პესკოვი

„რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ხოლო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგები ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არის“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია „PBS“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში ჩვენი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები შესრულებული იქნება.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

„ამაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება, შეგვიძლია, გამოვიყენოთ და ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს, რომ აღმოვფხვრათ საფრთხე ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის.“ – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები