LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

108
პესკოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ კრემლის პრესსპიკერი აკეთებს განმარტებას და ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი არანაირ სამუშაოს არ აწარმოებს.

„რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობას ასახავს, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთში აღნიშნულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს“, – თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა  განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. ოფიციალური ცნობით, რეფერენდუმზე კითხვა შემდეგნაირად იქნება დასმული: “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ცხინვალის ცნობით, რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები