LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი სამთავრობო ლოჟაში და ფანრებით განათებული „ლუჟნიკის“ სტადიონი  – რუსები კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის, გრიგოლი ლეპსის 60 წლის იუბილეს ზეიმობენ

191
ლეპსი

გრიგორი ლეპსი უკვე მეორე დღეა დაბადების დღის მილოცვებს იღებს. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტი მომღერლისთვის მთავრობამ სპეციალურად გრანდიოზული კონცერტი დაგეგმა, რომელიც „ლუჟნიკის“ სტადიონზე ხალხით გადაავსო.

ლეპსმა თავად გამოაქვეყნა ფოტოები საიუბილეო კონცერტიდან, რომელსაც პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მეუღლესთან, ტატიანა ნავკასთან ერთად ესწრებოდა. ლეპსი წერს, რომ კონცერტზე სავსე იყო სამთავრობო ლოჟა, ფოტოებიდან კი ჩანს, რომ სტუმრებმა „ლუჟნიკის“ სტადიონი ფანრებით გაანათეს.

ცოლის შემდეგ გრიგორი ლეპსი შეყვარებულმაც მიატოვა  – პუტინის საყვარელი მომღერალი დეპრესიაშია

„თვით რომიც კი დაეცა, მოსკოვის დაცემას ვერ ეღირსებით“ – გრიგორი ლეპსი რომიდან იმუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები