LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვის მტკიცებით, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი ცდილობს გავლენას, თავად რუსეთი კი არ ერევა

126
დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ხედავს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე კი გავლენა მოახდინოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც პესკოვმა თქვა, თავად რუსეთი საქართველოს არჩევნების საკითხში არ ერევა და ეს მისი საქმე არ არის.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვხედავთ დაუფარავ მცდელობებს დასავლეთის ქვეყნებიდან, რომ ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და პირდაპირი გავლენა იქონიონ საარჩევნო კამპანიის შედეგებზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g