ბრიტანული ელექტრონული ჯგუფი PET SHOP BOYS, რომელიც სინთ-პოპის ერთერთი დამფუძნებელი გახლავთ, 1981 წელს დაარსდა. ნილ ტენანტმა და ქრის ლოუმ 13 სტუდიური ალბომი გამოუშვეს. ისინი უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელები არიან, თითქმის ყველა დიდ ქვეყანაში აქვთ ჩატარებული მრავალათასიანი კონცერტები და ორიგინალური ვიდეორგოლებითაც გამოირჩევიან. ჯგუფს ეკუთვნის ისეთი ლეგენდარული ჰიტები, როგორებიცაა: Go West, Rent, Always on My Mind, New York City Boy, West And Girls და. ა.შ. ბოლო ალბომი სახელწოდებით Electric დუეტმა 2013 წელს გამოუშვა და ერთერთი ჰიტი ამ დისკიდან, სახელწოდებით Thursday, რომელიც მათ Example–სთან ერთად ჩაწერეს, ჩვენს ეთერში ხშირად ტრიალებდა და მსმენელმაც ძალიან შეიყვარა ეს სინგლი. ჯგუფმა თავისი თაყვანისმცემელი დიდხანს არ ალოდინა და წელს ახალი ფირფიტა – Super გამოსცა. არ ვიცი გაამართლებს თუ არა ასეთ ამბიციურ სახელწოდებას მთლიანად ნამუშევარი, რომელშიც 12 სიმღერა შედის, თუმცა პირველი სინგლი ამ ალბომიდან სახელწოდებით The Pop Kids მსოფლიოს ბევრ მუსიკალურ ჩარტში სხვადასხვა პოზიციას იკავებს და ჩვენს ეთერშიც ხშირად ტრიალებს.
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი სინგლი ამ ალბომიდან Twenty-Something. სიმღერა, როგორც ჯგუფის ნამუშევრების უდიდესი ნაწილი ძალიან მელოდიურია და მთავარი მასში მაინც არანჟია, რომელიც თითქოს კვლავ გასული საუკუნის 80 იან წლებში გვაბრუნებს, თუმცა თანამედროვე ჟღერადობის ელექტრო-ელემენტებით ჯგუფი მაინც ხაზს უსვავს თავის პროფესიონალიზმს და გვახსენებს, რომ არაა ჩამორჩენილი დღევანდელი პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ ტენდენციებს. რაც შეეხება თავად სიმღერის შინაარსს და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს, შეიძლება ითქვას, რომ ერთიც და მეორეც განსხვავებულია ჯგუფის საერთო სტილისგან, ამასთან, ოდნავ ბანალურია. ჩემი აზრით, ჯგუფის წევრებმა უბრალოდ დააფიქსირეს -„PET SHOP BOYS ვართ და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ !!“ )))
მოისმინეთ, ისიამოვნეთ და მომწერეთ თქვენი აზრი სიმღერასთან დაკავშირებით.