LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: სულ აიწყვიტეს, უკვე ჩუმად ყოფნას თავს ვერასდროს აპატიებ… ამათი საპარპაშო არც ქვეყანაა, არც ეკლესია

134
პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ დრო მოვიდა ყველამ ხმა ამოიღოს. მისი თქმით, ძალიან მალე, კიდევ ბევრი უფრო კარგად გამოაჩენს თავის თავს.

„ძალიან მალე კიდევ ბევრი გამოავლენს მის თავს… დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ისე დაახურდავებენ საკუთარ პატარა ადამიანობას…

ღმერთს არ სჭირდება სუსტი, უსუსური და ანგარებიანი მსახურები… ისინი ვერასდროს გაიგებენ ადამიანების ტკივილს… მათთვის მხოლოდ უზრუნველი ცხოვრება და ბრჭყვიალა რეგალიებია მთავარი…

ცდილობ, ხმა არ ამოიღო, გაჩუმდე… ფიქრობ, იქნებ მიხვდნენ და რამე შეიცვალოს, მაგრამ სულ აიწყვიტეს… ჰოდა, უკვე ჩუმად ყოფნას თავს ვერასდროს აპატიებ… ამათი საპარპაშო არც ქვეყანაა, არც ეკლესია!“… – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები