LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი ტერენტი გრანელს ლექსს უძღვნის: „ჩემზე მაინც ვინ იტირებს გულით, ჩემს ჯვარცმაზე ღვთისმშობელი ტირის…“

138
petre

სასულიერო პირი პეტრე კოლხი შესანიშნავ ქართველ პოეტს, ტერენტი გრანელს ლექსს უძღვნის:

„ტერენტი გრანელს

შევეშვები სამრეკლოზე გლოვას,

და ხეტიალს უთავბოლო გზებით…

ალბათ მალე ანგელოზიც მოვა,

ალბათ უკვე საბოლოოდ ვკვდები…

ჩემზე მაინც ვინ იტირებს გულით,

ჩემს ჯვარცმაზე ღვთისმშობელი ტირის.

ლექსი იყო ერთადერთი რჯული,

მე კი მისი უდაბნო და მწირი…

საფლავებზე ღამისთევა მახლავს,

წითელი მზე თვალებიდან გარბის.

და ვერ მოვალ, გვიანია ახლა,

უფრო მეტად შემეჩვია დარდი…

დედამიწა მაშინებდა მუდამ,

სიღარიბე ჯვარცმასავით მტანჯავს,

მე ყოველთვის სხვა რაღაცა მსურდა,

დამეღალა წამებული მაჯა…

ჩემი გული გადაეცით თბილისს,

სულ ამაოდ ვეცოდები ყველას…

როგორც იქნა მეღირსება ძილი,

არ მინდოდა სხვანაირი შველა!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g