ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს“ – ჯო უილსონი
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ „პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო“.
მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.