საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც პიანისტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
ღონისძიებას რუსთაველის თეატრში დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი უძღვებოდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება არ ჩაშლილა.