კაფე–სამზარეულო „პიკანტში“ სიახლეა –კვების ობიექტი მომხმარებელს ფურშეტების მოწყობას სთავაზობს.
როგორც „ფორტუნას“ აღნიშნულ დაწესებულებაში განუცხადეს, „პიკანტში“ მომხმარებელს შეხვდება კერძები: ევროპული, აზიური, არაბული, ქართული, ბერძნული და სხვა ქვეყნების სამზარეულოდან.
„გარდა ამისა, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გულისხმობს ფურშეტების მოწყობას. გვანდეთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა ჩვენ და გახადეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე განსაკუთრებული“, – აღნიშნავენ „პიკანტში“.
ცნობისთვის, კაფე-სამზარეულო „პიკანტი”, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 62 ნომერში (ბერძენიშვილის და მოსაშვილის კვეთა) 2016 წელს გაიხსნა და დღემდე მომხმარებელს 50-ზე მეტი სახეობის უგემრიელესი კერძითა და ტკბილეულით ანებივრებს. რაც ყველაზე მთავარია, „პიკანტში“ ეს ყველაფერი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით მზადდება.