LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკეტი და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება – ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე საუბრობს

121
BeFunky-collage (8)

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები გიგი უგულავას 3 წლითა და ორი თვით დაკავების შემდეგ აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის მზადება გაგრძელდება საპროტესტო აქციებით, ასევე ოპოზიციური პარტიები დაალაგებენ საარჩევნო სტრატეგიას ისე, რომ ისინი იყვნენ ერთმანეთის მოკავშირებიი და ყველა მაჟორიტარულ ოლქში ყავდეთ ერთი კანდიდატი.

“ძალიან გვიხარია ქართველ ხალხს ის, რომ როგორც იქნა ელჩი გვყავს საქართველოში, მეორე ის, რომ დიალოგი დამთავრებულია და მორჩა ეს ისტორია, გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებასთან ამ ფორმაში და ამ ენით საუბარი არ შეიძლება და მესამე ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებ იმისთვის, რომ მწარედ დამარცხდნენ ესენი არჩევნებზე

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეების მობილიზაცია, ოპოზიციური პრატიების სტრატეგიული გეგმის შეთანხმება, რომ ყველა ყველას მოკავშირე იყოს და არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს არ გაუწიონ კონკურენცია და ყველაზე მთავარი, საქართველოს მოქალაქის გამოღვიძება ლეთარგიული ძილიდან, რომელშიც სამწუხაროდ ჯერჯერობით მიცემულია”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ჩაშალა.

“ხელისუფლებამ ჩაშალა მოლაპარაკება, როდესაც მესამედ შეაბრუნა გიგი უგულავა იგივე საქმეზე და სხვა გამოსავალი ნამდვილად არ დატოვა. არცერთი თავმოყვარე პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკური ლიდერი არ დაჯდება ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან მოლაპარაკებაზე იმ პირობებში, როდესაც ასე უსამართლოდ ექცევიან ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს”,- აცხადებს  თინა ბოკუჩავამ.

უგულავა დაპატიმრებამდე შვილს ემშვიდობება: ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, თვითონ მივალ ციხეში

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციამ თქვა, რომ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წყვეტს.

ევროპული საქარველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გიგი უგულავასთვის დამატებით 3 წლის მისჯით დაასრულა მოლაპარაკებების რესურსი.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წყდება: "აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე"

"რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია"

 

პოპულალურები