უკვე თითქმის ერთი წელია, რაც „პიკო ბეიბი“ (Piko Baby) ქართველი მშობლების ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდა. ბავშვთა მოვლის პროდუქტების მზარდ ბაზარზე, სადაც ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი უალტერნატივო კრიტერიუმებია, პრემიუმ ბრენდმა თავი პირველივე დღეებიდან დაიმკვიდრა. „პიკო ბეიბის“ ინოვაციური ჰიგიენური საფენები ზუსტად პასუხობს თანამედროვე მშობლების საჭიროებებს და პატარებს საუკეთესო მზრუნველობას სთავაზობს.
თამთა თაბუკაშვილი, „პიკო ბეიბის“ ბრენდ მენეჯერი:
– ბავშვის სიცოცხლის პირველი დღიდან საფენი მისი განუყოფელი ნაწილი ხდება და მასთან ერთად გადის განვითარების პირველ ეტაპებს. კანზე პირველი შეხება, სიმსუბუქის, სიმშრალის და ჰაეროვნების შეგრძნება პატარებს უქმნის იმ კომფორტს, რომელიც შემდეგ მის განწყობას განაპირობებს. მშობლისთვის ყოველთვის მნიშნელოვანია ბავშვის პირველი რეაქციები, ნაბიჯები და კონტაქტი გარე სამყაროსთან. „პიკო ბეიბი“ პატარას და მშობელს აძლევს საშუალებას, ეს ეტაპები უსაფრთხოდ და ჰარმონიულად გაიარონ.
„პიკო ბეიბის“ ეკომეგობრული საფენი დამზადებულია გარემოსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრინციპით. ეს მიდგომა ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების უფრო პასუხისმგებლობიან გამოყენებას და ქმნის უსაფრთხო გარემოს მომავალი თაობებისთვის.

„პიკო ბეიბის“ საფენის მთავარი უპირატესობებია:
„პიკო ბეიბის“ საფენი და საფენი ტრუსები განსხვავებულ სტანდარტს ქმნის სიმშრალის დაცვაში. ახალი ტექნოლოგიის წყალობით ხდება სითხის სწრაფი შეწოვა და შთანთქმა. შედეგად, მცირდება გაჟონვის რისკი და ნარჩუნდება ხანგრძლივი სიმშრალე, რაც თქვენს პატარას კომფორტს უქმნის როგორც თამაშის, ისე ძილის დროს.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, თითოეული მშობლის მთავარი საზრუნავია, რომ პატარამ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. განსაკუთრებით ცხელ ამინდებში, როდესაც ტემპერატურის მატება ზრდის კანის გაღიზიანების რისკს, მნიშვნელოვანია საფენი იყოს მსუბუქი, თხელი და ეფექტურად ატარებდეს ჰაერს.

ულტრა თხელი, მსუბუქი საფენი და საფენი ტრუსები არ აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. მისი განსაკუთრებული სირბილე და კომფორტი პატარას თავისუფლად მოძრაობისა და თამაშის საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ „პიკო ბეიბი“ ორიენტირებულია არა მხოლოდ ბავშვის ფიზიოლოგიური კომფორტის უზრუნველყოფაზე, არამედ დაცვაზეც.
აქვე მინდა ავღვნიშო „პიკო ბეიბის“ საფენი ტრუსის უპირატესობა, რომელიც არ ზღუდავს ბავშის მოძრაობას, შესაბამისად, ის იდეალურია აქტიური ბავშებისთვის. საფენი ტრუსი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ასაკში, როცა ბავშვი იწყებს ხოხვას, სიარულს და სამყაროს აქტიურად შესწავლას. ტრუსის ფორმატი ბავშვს ეხმარება დამოუკიდებლად ჩაცმისა და გახდის უნარის განვითარებაში, რაც ქოთანზე მიჩვევის პროცესს ბევრად ამარტივებს.
მარტივია ჩვენი ხედვაც – ბავშვის ჯანმრთელი განვითარება იწყება ყოველდღიური კომფორტით, ხოლო კომფორტი იწყება ხარისხიანი და უსაფრთხო ზრუნვით.
„პიკო ბეიბი“ ამჟამად ექსკლუზიურად PSP-ს სააფთიაქო ქსელში იყიდება.
ბრენდის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში, იქნება ეს ინსტაგრამი თუ ფეისბუკი.