LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიკო ბეიბი“ – უმაღლესი ხარისხის, სანდო და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც მშობლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და მშვიდს ხდის

825
პიკო ბეიბი

ბავშვთა მოვლის პროდუქტების ბაზარი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მშობლებისთვის მთავარი კრიტერიუმები უცვლელია – ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი. სწორედ ამ მოთხოვნებზე პასუხად ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი – „პიკო ბეიბი“ (Piko Baby) გაჩნდა, რომელიც ჰიგიენური საფენების მიმართულებით ინოვაციური და მშობლების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტებით გამოირჩევა.

თათა ჭილაძე, ბრენდის „პიკო ბეიბი“ მარკეტინგის მენეჯერი:

– ოჯახში შვილის ყოლა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობაც, რადგან მნიშვნელოვანია მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა დაბადებიდანვე. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საყურადღებო პროდუქტია ჰიგიენური საფენი, რომლის შეჩევის რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი არსებობს, ესენია:

  • კომფორტი და მოქნილობა – საფენი უნდა იყოს რბილი, მოქნილი და არ უნდა ზღუდავდეს ბავშვის მოძრაობას, კარგად უნდა ერგებოდეს და რეგულირდებოდეს ბავშვის წელსა და თეძოებზე. საფენი ბავშვის ასაკისა და წონის შესაბამისად უნდა შეირჩეს.
  • შთანთქმის ხარისხი და გაჟონვისგან დაცვა –  საფენი, მასში შემავალი ინგრედიენტების წყალობით, სწრაფად უნდა იწოვდეს სითხეს, რათა კანი დარჩეს მშრალი, რაც ამცირებს გაღიზიანების რისკს.
  • უსაფრთხოება – საფენი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ და მავნე დანამატებს, უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზაებული.

სწორედ ამ და კიდევ სხვა დამატებით კრიტერიუმებს აერთიანებს „პიკო ბეიბი“ – ახალი თაობის საფენი, რომელიც შექმნილია პატარების მაქსიმალური დაცვისა და კომფორტისთვის. ეს არის ხარისხი, რომელსაც მშობლები ნამდვილად ენდობიან.

რაც „პიკო ბეიბის“ გამორჩევს, ეს არის:

  • პრემიუმ ხარისხი, რომელიც შეხებისთანავე იგრძნობა – საფენი არის ძალიან თხელი, მსუბუქი და სუნთქვადი. დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებით – მაღალი ხარისხის ბამბის წყალობით განსაკუთრებით რბილი და ნაზია.
  • სითხის სწრაფი შეწოვა – ორარხიანი მაღალსიჩქარიანი სადრენაჟო არხი აუმჯობესებს შთანთქმის ეფექტურობას 50%-ით.
  • გაჟონვისგან დაცვა – ინოვაციური სამგანზომილებიანი ქსოვის ტექნოლოგიით დამზადებული ბირთვი, სპეციალური ზედაპირით, ზრდის ნაკადის გადამისამართების ეფექტურობას. ელასტიკური ფეხის მანჟეტები და სპეციალიზებული გამწოვი ბარიერები ხელს უწყობს შიგთავსის შეკავებას, განსაკუთრებით აქტიური ჩვილებისთვის.
  • ტენიანობის ინდიკატორი – ის შთანთქმის მოცულობის მიხედვით იცვლის ფერს, რაც  შეახსენებს მშობელს, რომ დროულად შეიცვალოს საფენი.
  • ჰიპოლერგიული – არ შეიცავს პარფიუმს, სპირტს და ხელოვნურ დანამატებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილის მგრძნობიარე კანისთვის.
  • ერგება ბავშვის სხეულის ფორმას – პატარა თავისუფლად მოძრაობს, არაფერი ზღუდავს მის მოძრაობას.

ერთი სიტყვით, „პიკო ბეიბი“ არ არის უბრალოდ საფენი – ის აერთიანებს ტექნოლოგიასა და ზრუნვას ბავშვის კომფორტისთვის და მშობლების სიმშვიდისთვის.

„პიკო ბეიბი“ ამჟამად ექსკლუზიურად PSP-ს სააფთიაქო ქსელში იყიდება.

ბრენდის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში, იქნება ეს ინსტაგრამი თუ ფეისბუკი. მოგვწერეთ დაინტერესების შემთხვევაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g