LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტებმა მგზავრები აეროპორტში დატოვეს და მათ გარეშე გაფრინდნენ

103
airqr

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია EasyJet-ის ლაინერი ჯერ ექსტრემალურად დაჯდა, შემდეგ კი გზა ცარიელი ბორტით გააგრძელა. ყველაფერი კი რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, როცა ხომალდი ლონდონის აეროპორტიდან აფრინდა, შემდეგ კი ტექნიკური პრობლემის გამო პორტოში მოუხდა დაჯდომა.

დაფრენის შემდეგ მგზავრებს ბორტის დატოვება სთხოვეს, რათა თვითმფრინავი გაფრენისთვის მოემზადებინათ, თუმცა საბოლოოდ რეისი მათ გარეშე შესრულდა.

მგზავრები აეროპორტში რამდენიმე საათი იცდიდნენ შემდეგ კი ხომალდის ბედით დაინტერესდნენ, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ რეისი ცარიელი ბორტით შესრულდა.

ავიაკომპანიამ შემთხვევის გამო მგზავრებს მალევე მოუბოდიშა და ყველაფერი იმით ახსნა, რომ ეკიპაჟს მუშაობის საათები ამოეწურა, ამიტომ სახლებში წავიდნენ.  აეროპორტში ჩარჩენილებს კი გამაგრილებელი სასმელი და ტრანსფერი შესთავაზეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g