შემთხვევა ბუენოს – აირესის აეროპორტში მოხდა. Airbus 340-313 მადრიდიდან ჩამოფრინდა და დაშვებისას სახანძრო ავტომობილს დაეჯახა. საქმე ისაა, რომ ესპანელი პილოტი თავის უკანასკნელ რეისს ასრულებდა და პენსიაზე გასვლა ტრადიციული დახვედრით უნდა აღენიშნათ. ლაინერს საფრენ ბილიკზე ორი სახანძრო მანქანა შეეგება და მას წყლის ჭავლის ქვეშ უნდა გაევლო, შედეგად კი ერთ-ერთ მანქანას ფრთა გაკრა და წონასწორობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდა. საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა დეტალების გასარკვევად გამოძიება მაინც დაიწყო.