LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტს ღილაკები აერია და ნამდვილი პანიკა გამოიწვია

113
arq

შემთხვევა ავიაკომპანია British Airways-ის ბორტზე მოხდა. როგორც გამოცემა „The Sun” ავრცელებს, რეისი სინგაპურიდან ლონდონის მიმართულებით სრულდებოდა, როდესაც პილოტმა ხელი არასწორ ღილაკს დააჭირა.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს, სალონში ჯერ საინფორმაციო დაფა და შუქი გამოირთო, ამის შემდეგ კი ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა და მგზავრებს მათი მორგების მითითებაც მისცეს.

რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ბორტის წევრებმა ყველაფერი ტექნიკურ შეცდომას მიაწერეს, ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდეს და სალონში წესრიგის დამყარება დაიწყეს.

მოგვიანებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს ბოდიში მოუხადა და ყველაფერი ხომალდის კაპიტნის მექანიკურ შეცდომას მიაწერა. ინციდენტის გამო პილოტმა ოფიციალური საყვედურიც მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g