13 ოქტომბერს პინკმა ახალი ალბომი „Beautiful Trauma“ გამოუშვა, რომელზეც ის ბოლო 5 წლის მანძილზე მუშაობდა. კრიტიკოსებმა ახალი მასალა დადებითად შეაფასეს. პინკმა კი გადაწყვიტა, რომ თავისი ნამუშევრები ეტაპობრივად გააზიაროს.
ამ დღეებში მომღერალმა ალბომისვე სახელწოდების საცეკვაო სიმღერა გამოუშვა. ვიდეო ფილმ-მოუზიკლს მოგაგონებთ და ის იდუმალი, რომანტიკული და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.