LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადად მე, არ მომინდება, შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს: ნუგზარ წიკლაური

78
ნუგზარ წიკლაური

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ, რადგან პარტიაში ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც წიკლაური განმარტავს, „პირადად მას, არ მოუნდება შეუერთდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს“.

პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი მაქვს, თუმცა იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით, რასაც პარტია მიიღებს: ლევან ხაბეიშვილი

„ჩვენ უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. შესაძლებელია, განვიხილოთ ასობით ვერსია, რა მოხდება ერთ და მეორე შემთხვევაში. მთავარი არგუმენტები მხარეების მხრიდან წარმოდგენილია. ჩემი უმთავრესი არგუმენტია, რომ ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, ვიდრე არ იქნებოდა ვადამდელი არჩევნები, იქამდე „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდოდა პარლამენტში და ვაკრიტიკებდით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ნაადრევად შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, პირადად მე, არ მომინდება, ახლა შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს. ჯერ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებაზე საუბრის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივი ცეცხლი იქნება, ეს შეუძლებელს გახდის კოორდინაციას: დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები