პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება უნდა დაუბრუნონ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ის წერს:
„ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
