მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონლის დღგ-ს გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები იცვლება.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც მთავრობის ინიციატივით ”საგადასახადო კოდექსში” ხორციელდება. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დაშვებულია 4ლ. ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტით, დასაშვები იქნება: – 1ლ. ალკოჰოლიანი სასმელი, ალკოჰოლის შემცველობით 22 გრადუსზე მეტი; 2 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელი – ალკოჰოლის შემცველობა 22 გრადუსზე ნაკლები; 4 ლიტრი ღვინო; 18 ლიტრი ლუდი.