რამდენიმე კვირის წინ მარნეულის გამშვებ პუნქტთან ჩასულ პრემიერ მინისტრის მრჩეველს რესპირატორი უკუღმა ეკეთა. სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველია და ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი პირი. სუბარის შეცდომა არ გამორჩენია მედიასაშუალებებს. მოგვიანებით, მისმა ოჯახმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი, შვილებთან ერთად საზოგადოებას პირბადის სწორად მოხმარების შესახებ სახალისო ინსტრუქციას სთავაზობს.
“მოგესალმებით ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას. ამ ვიდეოს პირველ რიგში სოზარისთვის ვწერთ, რადგან გუშინ ვნახეთ, რომ პირბადე არასწორად ეკეთა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩავწეროთ ვიდეო. პატარა ინსტრუქტაჟი გავაკეთოთ რესპირატორის გამოყენებაზე. იმედია, ეს ვიდეო სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – აცხადებს თამთა ყუბანეიშვილი.
პირბადის სწორად გამოყენება გაუჭირდა ბოსნიის პრემიერ-მინისტრსაც.
რამდენიმეწუთიანი “წვალების” შემდეგ მან დახმარებისთვის თანაშემწეს მიმართა.
ვიდეო Al Jazeera-ამ გაავრცელა.
https://www.facebook.com/AJBalkans/videos/207389483693029/?v=207389483693029