კანიე უესტისა და მისი მეუღლის, ბიანკა ჩენსორის იტალიური ვოიაჟის შესახებ საუბრები არ წყდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში წყვილი პაპარაცების ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცა. ინტერნეტსივრცეში ეპატაჟური წყვილის მორიგი ფოტოები გავრცელდა, ბიანკა ვენეციის ქუჩებში იასამნისფერი ბალიშით სეირნობდა, ამ დროს კი ჰიპ-ჰოპ არტისტი შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და თავი შეფუთული ჰქონდა.
„პირდაპირ საწოლიდან“, „რისი დამტკიცება სურთ?“, „რა ნატანჯი სახე აქვს ბიანკას“, „ბალიში გამოყვა“, – წერენ კომენტარებში.
Page Six-ის ცნობით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი ალბომის პიარ კამპანიაა. 46 წლის უესტი გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადება, ის მთელი ზაფხულის განმავლობაში ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა.
კანია უესტსა და ბიანკა ჩენსორის შოკის მომგვრელი ქცევის შემდეგ, ნავში ჩაჯდომა სამუდამოდ აეკრძალათ
ფეხშიშველები იტალიაში – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის უახლესი ფოტოები