კანია უესტსა და მის მეუღლეს, ბიანკა ჩენსორის შოკის მომგვრელი ქცევის შემდეგ, ვენეციაში, ნავში ჩაჯდომა სამუდამოდ აეკრძალათ. ამის შესახებ იტალიის საპორტო ორგანიზაციამ განაცხადა.
შეგახსენებთ, წყვილი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა კანიეს შარვალი ჰქონდა გახდილი. ამ ფაქტით აღშფოთებული იტალიური საზოგადოება ჰიპ-ჰოპ არტისტის დაპატიმრებას ან დაჯარიმებას ითხოვდა. იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ადგილებში მსგავსი ქმედება 309 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.
ტაბლოიდების ცნობით, წყვილის ეპატაჟური ქცევა მხოლოდ და მხოლოდ ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი ალბომის პიარ კამპანიაა.Page Six-ის ცნობით, 46 წლის უესტი გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადება, ის მთელი ზაფხულის განმავლობაში ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა.