LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია, საკითხი სამუშაო დონეზე განვიხილოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები: ზურაბ აბაშიძე

105
68

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, თუმცა მისი სიტყვებით “პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია, საკითხი სამუშაო დონეზე განვიხილოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები”. ამის შესახებ აბაშიძემ “პირველ არხს” განუცხადა.

“ჩვენი პოზიციაა, რომ რუსული მხარე მზად თუ არის, სურვილი და ნება აქვს იმის, რომ რეისები აღდგეს, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით და ვართ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად. პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება. ასე რომ, ეს საკითხი მათივე გადასაწყვეტია და პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი განვიხილოთ სამუშაო დონეზე და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ, როგორც კი პანდემია მოგცემს ამის საშუალებას, ვითარების გაუმჯობესების კვალობაზე, ავიარეისები აღვადგინოთ.

რაც შეეხება ორ არგუმენტს, რასაც რუსეთისგან ვისმენთ, თითქოს რუსეთის მოქალაქეებს და რუს ტურისტებს საქართველოში უსაფრთხოების რაღაც პრობლემები აქვთ, ჩვენ მათ ვეუბნებით და ჩემს რუს კოლეგასთან საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოდის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა და მათ არანაირი უსაფრთხოების პრობლემა არ აქვთ. უსაფრთხოების საკითხის წამოჭრა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, ისინი ახსენებენ ანტირუსულ რიტორიკას, ჩვენი პასუხია, რომ აქ კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, თუ კრიტიკის საფუძველი არსებობს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები