საბურავების მწარმოებელმა კომპანია Pirelli-მ თავისი ლოგოტიპი GT3-ის კლასის სარბოლო ავტომობილების საშუალებით იტალიური მონცის ავტოდრომზე გამოსახა. ლოგოტის შექმნაში მონაწილე ავტომობილების საერთო სიმძლვარე 22 000 ცხენის ძალა გახლდათ. ამ გზით, კომპანიამ 40 წლის წინანდელი ღონისძიება გაიმეორა, როდესაც ასო P საგზაო ავტომობილებმა გამოსახეს.
ლოგოტიპის სიგრძე 80, სიგანე კი 18 მეტრი იყო, მასში 12 სხვადასხვა მწარმოებლის 41 ავტომობილი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ჩემპიონატ Blancpain GT Series-ში გამოდიან. მათ შორის იყვნენ: Aston Martin, Audi, Bentley, BMW, Ferrari, Lamborghini, Lexus, McLaren, Mercedes-AMG, Nissan, Porsche და Jaguar.
Blancpain GT Series-ის ავტომობილების არჩევა შემთხვევითი არ არის. მათი უმრავლესობა სწორედ Pirelli-ს საბურავებს იყენებს.