ნიუ-იორკის შტატის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პირი, რომელიც მწერალ სალმან რუშდის დაესხა თავს, იდენტიფიცირებულია. ის 24 წლის ჰადი მატარია, ნიუ-ჯერსიდან.
რაც შეეხება სალმან რუშდის მდგომარეობას, ექიმები კრიტიკულად აფასებენ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კონტაქტური არ არის.
სალმან რუშდის ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ, მას 15-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი მწერლის წიგნის “ეშმაკეული აიების” გამოსვლამ რუშდის მიმართ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ირანის გარდაცვლილმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინმა 1989 წელს გამოსცა ფატვა, იგივე ედიქტი, რომლითაც მწერლის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.