LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელიც საქართველოს საელჩოში შეიჭრა, ტელეარხ „Russia Today”-ში მუშაობდა

102

პირი, რომელიც აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ვიდეო-კამერით შეიჭრა,უკრაინაში ტელეარხ „Russia Today”-ის შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ის ორჯერ დააკავა. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა.

დაკავებული ჟურნალისტი გრემ ფილიპსი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

„საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და შენობაში შეჭრილი პირი დააკავა. ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება,”- განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g