LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირის საბანკო ანგარიშს ყადაღას შემოსავლების სამსახური ვეღარ დაადებს

191

საგადასახადო კოდექსში ცვლილების ამოქმედების შემდეგ, საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშს ყადაღა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაედება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს მოქმედი  საგადასახადო კოდექსით, ყადაღის დადება შემოსავლების სამსახურსაც შეუძლია.

„კანონში ცვლილების შემდეგ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა ანგარიშს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში მან უნდა მიიღოს სასამართლოსგან თანხმობა, თუ არ მიიღებს, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად,“ – განაცხადა ხადურმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება. მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები