LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობების ერთი ნაწილი სრულდება… ამდენი პოლიციელი, რეპრესიული გარემო აღარ უნდა დარჩეს ხეობაში: ვარლამ გოლეთიანი

119
ვარლამ გოლეთიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,​ გუმათჰესთან პოლიციის მიერ რკინის ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი სრულდება, თუმცა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რეპრესიული გარემო, რომელიც ხეობაშია მოიხსნას და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იმ რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული, როგორც მოცემულ მომენტში არიან.

გოლეთიანის თქმით, პროკურატურამ აქციის დროს დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

„ჩვენი პირობების ერთი ნაწილი ვხედავთ რომ სრულდება, რაც შეეხება ბარიკადებს. ასევე უნდა გაკეთდეს პროკურატურის მხრიდან განმარტება, დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით ეს მნიშვნელოვანია. ის რეპრესიული გარემო რომელიც უნდა მოიხსნას, რაც ახლა ხეობაში არის და ყოველ შემთხვევაში აქ განსაკუთრებული დანიშნულების დეპარტამენტი აღარ უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეს. ვნახოთ ამის შემდგომი მოლაპარაკება როცა გაიმართება, ვიმსჯელებთ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

ახლა მოცემულ მომენტში სამუშაოები არ მიმდინარეობს, ბოლო ერთი კვირაა. რა თქმა უნდა, ის რეპრესიული გარემო აღარ უნდა დარჩეს ხეობაში, რაც არის. რა თქმა უნდა, სრულად პოლიცია არ უნდა გავიდეს, რადგან პატრულირება უნდა მოხდეს პრევენციისთვის. რომ ავიცილოთ თავიდან დაპირისპირებები. თუმცა ის, ამ რაოდენობის პოლიციელი არ უნდა დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g