LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა

44

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,4 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 11,9%-ით, იმპორტი 5,2%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა პირველ კვარტალში კი 6,6 პროცენტით არის შემცირებული.

რაც შეეხება ახლადრეგისტრირებულ საწარმოთებს, მიმდინარე წლის მარტში მათი რაოდენობა მარტში 10,9%-ით გაიზარდა და 4 651 შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მარტში ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. შემოსავლებმა 900 მილიონი, ხოლო ხარჯებმა კი 712 მილიონი შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g