LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა

174
levan-ratiani

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს.

„კლინიკაში გადმოყვანილი ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკურად სახეზეა კორონავირუსის შემთხვევა, მწვავე პნევმონია. ანამნეზი ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა სათანადო კვლევები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე ოთხი კრიტიკული პაციენტია.

სულ პირველ საუნივერსიტეო კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათგან 34 კორონავირუსით ინფიცირებულია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g