აშშ-ს ყოფილი და მომავალი პირველი ლედი, მელანია ტრამპი „ინსტაგრამზე“ 18 წლის ვაჟის, ბარონის ფოტოს ავრცელებს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო.
„პირველად მისცა ხმა – საკუთარ მამას, ვამაყობ“, – წერს მელანია.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რომელიც Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიის 277 ხმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, ცოტა ხნის წინ საკუთარ მხარდამჭერებს საჯაროდ მიმართა. ტრამპი სცენაზე მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ავიდა.
„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი, ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

