LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მოხდა აფხაზების ასე ღიად გამოსვლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ: პაატა დავითაია სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე

191
1639635888

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის პროტესტი დე ფაქტო მთავრობის მიმართ რეალურად რუსეთისკენ არის მიმართული. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„აფხაზეთში სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია. ის პროცესები, რომელიც ვითარდება, მოსალოდნელი იყო. ეს განპირობებულია რამდენიმე ქმედებით.

რუსეთის ფედერაცია ცდილობს იურიდიულად გაიფორმოს აფხაზეთის ზღვისპირეთის ზოლი. ეს ვერ შეძლო ვერც ერთმა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ბჟანია არის ადამიანი, რომელმაც გამოსცა განკარგულების პროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვინც აფხაზეთში მიწას იყიდის, ის ავტომატურად მიიღებს აფხაზურ მოქალაქეობას. აფხაზები მიხვდნენ, რომ ფაქტიურად ეს არის მათი მოტყუება და რუსეთთან მიერთება იმ მიწების, რომელიც მათ „დამოუკიდებლობით“ მოიპოვეს.

მეორე საკითხია ენერგეტიკა. აფხაზებს აქამდე საქართველო უფასოდ აწვდიდა დენს. ახლა მათ დენს რუსეთი აწვდის და ამაში ფული უნდა გადაიხადონ.

ზოგადად, ომის ვეტერანები თავს გმირებად თვლიდნენ და მათთვის კანონები არ არსებობდა. ახლა კანონის ჩარჩოებში მოუწევთ ჩაჯდომა და ეს არ მოსწონთ. რეალურად, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ კარგავენ სუვერენიტეტს, ამიტომ დაიწყო ეს პროცესები.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველად მოხდა აქციებზე გაჟღერება იმისა, რომ არ დაუშვებენ მიწების გასხვისებას და ღალატს. პირველად მოხდა ღიად გამოსვლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

ის პრობლემას საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაში ხედავს. როგორც დავითაია განმარტავს, დღეს აფხაზეთში უნიკალური ვითარებაა შექმნილი, რომ საქართველოს მთავრობამ მოქმედება დაიწყოს.

“მინდა მოვუწოდო აფხაზებს, რომ ერთადერთი ხსნა და გამოსავალი იმისა, რომ მათი თვითმყოფადობა გადარჩეს, არის საქართველოსთან თანაცხოვრება, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვთავაზობთ მათ, ჩვენ ვართ გარანტი აფხაზეთის თვითმყოფადობის გადარჩენის.

დიდი ამბებია აფხაზეთში და მე იმაზე მწყდება გული, რომ ჩვენ ამ პროცესების მიღმა ვრჩებით. ჩვენ სამწუხაროდ გადართულები ვართ იმაზე, ვინ სად შიმშილობს და ვინ ვის უპირისპირდება. იქ ვითარდება მოვლენები და საქართველო ამ პროცესებში არსად არ არის. უნიკალური მომენტია შექმნილი, როდესაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია და ამიტომ ვართ დამკვირვებლის როლში.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაშიც კი. იმ აფხაზებს, რომლებიც დღეს აქციაზე გამოდიან არ სურთ საქართველოსთან ცხოვრება, მაგრამ არ სჭირდებათ რუსეთის იმპერია. ეს არის თანხვედრის წერილები ჩვენ შორის და ამას სჭირდება გეგმიური მოქმედებები“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ – რა რეზოლუცია შეიმუშავა ე.წ. ოპოზიციამ

ცნობისთვის, 21 დეკემბერს აფხაზეთში მოვლენები დაიძაბა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g