LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, ქართული კომპანიები საერთაშორისო მეცხოველეობის გამოფენაზე წარდგნენ

74
61a78ea33b328

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, პირველად ცხოველთა კომბინირებული საკვების 3 ქართული კომპანია – “ინვეტ ჯგუფი”, “ნუტრიმაქსი” და “ბიოტექსი” საერთაშორისო ბაზარზე წარდგა.

საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021 აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, სადაც 40 ქვეყნიდან 500-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის ბიზნესკავშირების დამყარება, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. შედეგად, გაიმართა არაერთი ღონისძიება და B2B შეხვედრა, სადაც ქართულ კომპანიებს ბიზნესურთიერთობების დამყარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივად წარმოებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კომბინირებული საკვებით იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g