LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ღვინის ქვის სამკაულები შეიქმნა, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიოში

464
214582172-403787044296979-3204011641583900590-n

პირველად საქართველოში ღვინის ქვის სამკაული დამზადდა, რომელიც მსოფლიოში უპრეცედენტოა. პროექტზე კომპანია Emocia Wines-მა იმუშავა, რომელმაც აქსესუარების საკუთარ ხაზს პრემიუმ ხაზი Wine Diamond დაამატა.

„გაიცანით Wine Diamond – ღვინის ალმასის ლოგო, რომელის ორნამენტიც თავადვე ამბობს სათქმელს და ამართლებს სახელწოდებას. დაიმახსოვრეთ ეს ლოგო! სულ მალე, მსოფლიოს მოივლის და ყველას გააგებინებს, რომ პირველად საქართველოში დამზადდა ღვინო და ღვინის ქვის სამკაული“, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც Emocia Wines-ში განმარტავენ, საფერავის და რქაწითელის ღვინის ქვებისგან დამზადებულ ვერცხლის სამკაულებს ანალოგი არ აქვს.

„ბევრმა არც იცის რა არის ღვინის ქვა. ესაა პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები – ღვინის ქვას, ზოგიერთი კი ღვინის ალმასებს. სინამდვილეში ეს ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, Emocia Wines ნატურალური ქვებისგან ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს, რომლებიც ღვინოსა და ყურძენთან ასოცირდება. ნატურალური ქვებისგან შემქნილი ყურძნის ბროშები ქართული ენდემური ჯიშის ყურძნების ანალოგებს წარმოადგენს. კომპანიის მიზანია, მთელს მსოფლიოს გააცნოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, თავისი უნიკალური ყურძნის ჯიშებით, რომლებსაც 8000 წელზე მეტი ისტორია აქვს.

„თუ ხართ ღვინის მოყვარული, ეს გვერდი თქვენთვისაა. აქ ნახავთ ნატურალური ქვებისგან ხელნაკეთ აქსესუარებს ღვინის თემატიკით და რაც მთავარია, ქართული, ენდემური ყურძნის ჯიშების ანალოგ ბროშებს. ასევე, გაეცნობით საინტერესო სტატიებს ქართული მარნებისა და მეღვინეობის შესახებ. Emocia Wines ყეველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი ქართული საჩუქარია“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g