LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველად ვარ ბაკურიანში…სა იყო ჩემს ბაღნობაში მაგის საშუალება, ყველაფერს ჩემით მივაღწიე…არასოდეს დანებდეთ და იბრძოლეთ საკუთარი მიზნებისთვის” – გივიკო დიდია

189
BeFunky-collage - 2023-01-23T011951.038

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.

როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია და ამით ამაყობს.

“ახლა რაცხას ვიტყვი რაფერც მჩვევია ბჟუტური გულწრფელად. პირველად ვარ ბაკურიანში ” ბახმაროს იქით ვერ ვიხედები, არ გეგეცინოთ…ისე სა იყო ჩემს ბაღნობაში მაგის საშუალება.

არაფერი მშურდა არავის არასდროს, უბრალოდ ზუსტად ვიცოდი რომ ჩემს ბავშვურ ოცნებებს მომავალში სხვა ბაღნებს ავუსრულებდი.

წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე ცხოვრებაში, რა მაგარია. ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა. არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული.

არ აჰყვე ცუდ ხმას. იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს”, – წერს გივიკო დიდია.

ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში – გივიკო დიდია

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g