LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ხელი უნდა მომეწერა, არ ვიცი რეგისტრატორი ვიყავი, თუ დამკვირვებელი – მარნეულის 89-ე უბნის რეგისტრატორი

74
damkvirvebeli

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი საარჩევნო ოქმზე, რეგისტრატორმა უპასუხა, რომ ის კომისიის წევრი იყო, მაგრამ რატომ არ მოაწერა ხელი ოქმზე, „არ იცის“.

ამასთან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას გივი მიქანაძემ ჰკითხა, მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ის დამკვირვებელი იყო თუ რეგისტრატორი, რაზეც მან უპასუხა, რომ „არ იცის, უბრალოდ დაუძახეს და მივიდა“.

„მე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ხელი უნდა მომეწერა. შეიძლება კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ოქმზე ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ მე ვერ გავიგე“, – განაცხადა მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთმა რეგისტრატორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g